სასწავლო პროექტები





 საგანმანათლებლო პროექტი:  „ მუზეუმი“

პრობლემა:   მე-6 კლასის სახელმძღვანელოს სწავლისას არის ასეთი  $ „დიდი მცხეთა“ სადაც განხილულია ძველი ქალაქები, ამ ქალაქების ჩამონათვალში არ იყო ქუთაისი, რამაც მოსწავლეთა წყენა და შეკითხვები გამოიწვია ( დასავლეთ საქართველოს ისტორიული ქალაქები  პროგრამით  მე-5 კლასში ისწავლება) . აღვნიშნე რომ აქ არ არის პრაგრამით მოცემული,  მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაციები და  დაწვრილებით შევისწავლოთ ჩვენი ქალაქის ისტორია და მოვინახულოთ ღირშესანიშნაობები, ამას მოყვა მოსწავლეთა მხრიდან იდეების დელეგირება -ამ დროს გაჩნდა ჩვენს დაფაზეც წარწერა  „მომიყვები - დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, ჩამრთე მუშაობაში და ვისწავლი“  პირველი საგანმანათლებლო პროექტი მიეძღვნა ქუთაისის ისტორიასა და საქართველოს გაერთიანების სიმბოლოს ბაგრატის ტაძარს (იხ. ბლოგზე პროექტებში „ბაგრატის ტაძარი) , შემდეგ იყო ქუთაისის ისტორიული მუზეუმი  პროექტი „ მუზეუმი“  პროგრამიდან გამომდინარე ($ 79 „ქართული მუზეუმეს სათავეებთან“  
პროექტის მიზნები:
  • მოსწავლეები მოიძიებენ , დაისწავლიან  საქართველოსა და მსოფლიო მუზეუმების შესახებ ინფორმაციას.
·         ქალაქის ისტორიული მუზეუმის დათვალიერებით გაუჩნდებათ სურვილი სიძველეების შეგროვებისა და მეცნიერული შესწავლის

მოსწავლეებს განუვითარდებათ:   ცოდნის გაღრმავების , კრიტიკული აზროვნების ,შემოქმედებითი აზროვნების , ჯგუფური მუშაობის , მოსმენის ,   პრეზენტაციის უნარები

მონაწილეთა ასაკი: 12 -13  წელი
ვადები / ხანგრძლივობა:    10  დღე
პროექტის მსვლელობა: 
N
აქტივობა
            2014 წლის მაისი
  შემსრულებელი
7
8
9
11
12
13
15
16
1
იდეების დელეგირება

მე-6 კლასის მოსწავლეები
2
პროექტის დაგეგმვა
ფუნქციების გადანაწილება
მე-6 კლასის მოსწავლეები,
მასწავლებელი ლალი ჩაკვეტაძე
3
რესურსის მოძიება.
ელექტრონული ინფორმაცია
https://ka.wikipedia.org
მოსწავლეები , მასწავლებელი
4
 სახელმძღვანელოსა და  დამატებითი  მოძიებული ინფორმაციის  დასწავლა
მოსწავლეეები
5
ტექსტისა , მოძიებული ინფორმაციის ხარისხის შემოწმება  მონიტორინგი
მოსწავლეები,
მასწავლებელი შეფასების რუბრიკები
(ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა)
6
ქუთაისის ისტორიული მუზეუმში წასვლა, კოლექციების ჩანიშვნა
 მე-6 კლასის მოსწავლეები მასწავლებლები: მარო ყიფიანი , ლალი ჩაკვეტაძე .
მუზეუმის გიდი
7
ჯგუფებში გადანაწილება, პრეზენტაციაზე მუშაობა
სულ 5 ჯგუფი
8
პრეზენტაცია
პროექტის შეფასება
ადმინისტრაცია
მასწავლებლები


რესურსი:     სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ფლიქჩატებზე პრეზენტაცია,  მარკერები, პროექტორი კომპიუტერი, ფაილები,პრეზენტაცია ელექტრონული პოვერ პოინტის, გიდი, მუზეუმში დაცული კოლექციები, ფოტო(იხილეთ სურათებში  პროექტი " მუზეუმი"), ვიდეო მასალა 
   პროექტის შედეგი:
  ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია
  გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე
  გაფართოვდა მოსწავლეთა თვალსაწიერი
  ჩამოყალიბდა ინფორმაციის მოძიების დასწავლის და ორგანიზების უნარი
  სკოლა გახდა უფრო აქტიური და საინტერესო მოსწავლეებისათვის,
  გამოცოცხლდა სასკოლო ცხოვრება
  მოსწავლეების  სხვა პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობა
მოსწავლეთა პრეზენტაციებით გალამაზდა ისტორიის კაბინეტი


საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი /ე.ს.გ. კავშირი:                                                                              
ისტ/გეო. v-vi-21 . მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს კულტურის სხვადასხვა   კომპონენტები და განიხილოს მათი ურთიერთკავშირი                                                                       ს.გ.VI.11მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსისტორიასთან და კულტურასთან 

პროექტის შეფასება:   პროექტს ესწრებოდა ადმინისტრაცია და კოლეგები, მათ შეაფასეს პროექტი, პრეზენტაციები და მოსწავლეთა ჩართულობა, დატოვეს კომენტარი

პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ჩაკვეტაძე


სასწავლო პროექტი:         ბაგრატის ტაძარი

პრობლემა:  სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში ჩავატარე კვლევა ისტორიის სწავლის ხარისხთან დაკავშირებით მოსწავლეთა სურვილი იყო ისტორიული ღირშესანიშნაობების მონახულება ამას დაემატა-6 კლასის ჩვენი საქართველოს პროგრამული მასალის შესწავლის დროს „ საქართველოს ისტორიული ქალაქები“ მოსწავლეებს გული დაწყდათ რომ არ იყო ქუთაისის შესახებ ინფორმაცია მე  შევთავაზე ჩვენ დავწეროთ  ჩვენი ქალაქის ისტორია, გაკვეთილი ჩავატაროთ ბაგრატის ტაძარზე , შთაბეჭდილებები გამოვხატოთ პრეზენტაციის სახით-თქო რასაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი მოჰყვა
ჩვენიპროექტის მთავარი იდეა:  ქალაქ ქუთაისის ისტორიული ღირშესანიშნაობების მონახულება, ბაგრატის ტაძრის სიდიადის გაზიარება
პროექტის აქტუალობა:    მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიური კუთხის ღირშესანიშნავ ადგილს, გაეცნობიან ტაძრის ისტორიას,  რესტავრირებულ ტაძარს შეაფასებენ
პროექტის მიზნები:       მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება, ისტორიული     ტაძრების   საკუთარი თვალით ხილვა,  ქუთაისისა და ბაგრატის ტაძრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება  პრეზენტაციის მომზადება  
                                                  

მონაწილეთა ასაკი:                      12  წელი

 ვადები/ხანგრძლივობა:          8 დღე , 6-13  ნოემბერი                                                       მოსალოდნელი შედეგები:    მოსწავლეები შეძლებენ  ცოდნის დონის ამაღლებას    ისტორიული ღირშესანიშნავი ადგილების პატივისცემას. აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციის გაკეთებას                                                                                                    პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი:   ადამიანური რესურსი, გიდ   ფოტოაპარატი ,წყალი   , ფლიქჩატები , მარკერები, კომპიუტერი ინტერნეტი სახელმძღვანელო                                                                                                                   პროექტის მსვლელობა:    ისტორიის სწავლების ხარისხთან დაკავშირებით კვლევის    ჩატარება  მოსწავლეთა სურვილების გაცნობა ,ერთ-ერთი    სურვილთაგანი იყო ქუთაისის ღირშესანიშნავი ადგილების შესწავლა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი - მე-6 კლასის წიგნში ერთი გაკვეთილი დათმობილი აქვს საქართველოს ისტორიულ   ქალაქებს, განხილული იყო მცხეთა, ნოქალაქევი, ბავშვებმა   იკითხეს  ქუთაისი რატომ არ არისო , ქუთაისსა და ბაგრატის ტაძარზე ჩვენ მოვიძიოთ  ინფორმაცია-თქო, ძალიან მოეწონათ,სერიოზულად  მოემზადნენ .დავგეგმეთ; ინფორმაციის მოძიება -ინტერნეტში, მოძიებული ინფორმაციის გაანალიზება, ბაგრატის ტაძრზე   ექსკურსია და შთაბეჭდილებებზე  პრეზენტაციის გაკეთება.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი /ე.ს.გ                                                               აზ. მეც.V-VI.11. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშირ საქართველოს გეოგრაფიულ                     ობიექტებ დასახლებების ტიპებთა                                                                                          მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული ღირშესანიშნავი ადგილების და  ხუროთმოძღვრული ძეგლების  შესახებ

პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ჩაკვეტაძე
                   

პროექტი ბაგრატის ტაძარი  
                 
N
აქტივობა
            2013 წლის ნოემბერი
  შემსრულებელი
6
7
8
9
10
11
12
13
1
იდეების დელეგირება
მე-6 კლასი
2
პროექტის დაგეგმვა
მე-6 კლასი
მასწავლებელი ლალი ჩაკვეტაძე
3
 ძველი ქუთაისისა და ბაგრატის ტაძრის შესახებ ინფორმაციის მოძიება
მოსწავლეები
4
ინფორმაციის დამუშავება
მოსწავლეები
5
ფოტო- ვიდეო რესურსის მოძიება
მოსწავლეები , მასწავლებელი
6
ბაგრატის ტაძრის მონახულება გაკვეთილის ჩატარება
 მე-6 კლასის მოსწავლეები მასწავლებლები მარო ყიფიანი , ლალი ჩაკვეტაძე
7
შთაბეჭდილებების გაზიარება, პრეზენტაციისთვის მზადება
მე-6 კლასის მოსწავლეები მასწავლებლები მარო ყიფიანი , ლალი ჩაკვეტაძე
8
პრეზენტაცია

ყველა მონაწილე

 სასწავლო პროექტი --- ბაგრატის ტაძარი
#რეზიუმე#  
პროექტის მიზანი:    მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება, ისტორიული     ტაძრების   საკუთარი თვალით ხილვა,  ქუთაისისა და ბაგრატის ტაძრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება  პრეზენტაციის მომზადება  
    
2013 წლის 11 ნოემბერს მე-6 კლასთან ერთად ვიმყოფებოდი ბაგრატის ტაძარზე სადაც ჩავატარეთ გაკვეთილი .  გაკვეთილის ჩატარება გამოიწვია მოსწავლეების დაინტერესებამ . პროექტს წინ უძღოდა შემდეგი მოვლენები: სასწავლო წლის დასაწყისში  ჩავატარე კვლევა „ისტორიის სწავლების ხარისხი სკოლაში“კვლევის შედეგად გამოვლინდა ბევრი საინტერესო რამ. ერთ - ერთი იყო მე-6 კლასიდან .ერთ-ერთი იყო ქალაქ ქუთაისის  ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა.  მეორე მნიშვნელოვანი ...  მე-6 კლასის პროგრამაში ვისწავლეთ საქართველოს ისტორიული ქალაქები, სადაც განხილული იყო მცხეთა, დმანისი, ნოქალაქევი, ქალაქ ფოთის გეგმა. მოსწავლეებმა აზრი გამოთქვეს  და გული დასწყდათ რადგანაც მე-6 კლასის წიგნში არ იყო ქუთაისი. თუმცა ქუთაისის სიძველის შესახებ მათ მე-5 კლასში ჰქონდათ ნასწავლი მე შევთავაზე ქუთაისისა  და ბაგრატის ტაძრის ისტორიაზე ინფორმაცია მოძიება  და შესწავლა. რასაც დიდი სიხარულით დათანხმდნენ.დავგეგმეთ ინფორმაციის მოძიება ქუთაისსა და ბაგრატის ტაძარზე, ინფორმაციის გაანალიზება,  თვალსაჩინოების შეგროვება,ბაგრატის ტაძარზე გაკვეთილის ჩატარება, ბაგრატის ისტორიული ადგილების მონახულება,ინფორმაციასა და შთაბეჭდილებებზე პრეზენტაციის გაკეთება.
    დახმარება ვთხოვეთ მე-6 კლასის დამრიგებელს  მარინა ყიფიანს , ის ჩვენთან ერთად წამოვიდა ბაგრატის ტაძარზე.  ჩვენი სკოლიდან ბაგრატის ტაძარი დაახლოებით 1.5 კმ არის დაცილებული.  დავგეგმეთ ორშაბათ დღეს მე-5 გაკვეთილზე წავიდოთით  .
 მოსწავლეებს გადანაწილებული ჰქონდათ ვინ გადაღებდა ვიდეოს და სურათებს. მიუხედავად იმისა რომ ტაძარი ახლოსაა მისი ხილვა ნებისმიერ დროს სიმშვიდეს მატებს ადამიანს. ტაძარის დანახვას ოვაციით შეხვდნენ.
ბაგრატის ტაძარის შესასვლელში გავაკეთე მოკლე განმარტება ,მოსწავლეებს შევახსენე ჩვენი პროექტის მიზანი და ტაძარზე მისვლის ძირითადი არსი
გადავინაცვეთ ჯვართან, ჯვარზე მთხვევის შემდეგ ადგილები მოვძებნეთ მინდორზე და გაკვეთილისთვის მოვემზადეთ
  გაკვეთილი წარიმართა კითხვა პასუხის აქტივობით ,მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა ბაგრატის ტაძრისა და ქუთაისის შესახებ. აღნიშნეს რომ ტაძარი აგებულია ბაგრატ მესამის მეფობის დროს “ ოდეს განმტკიცდა იატაკი ქორონიკონ იყო 223 წ“ ე.ი.1003 წელი. ბაგრატ მესამემ გაერთიანა საქართველ
   კითხვა - პასუხის  დასრულების შემდეგ გავაკეთეთ შეჯამება, გადავედით პრაქტიკულ ნაწილზე,  საკუთარი  თვალით ენახათ ის რისთვისაც სხვა დროს არ მიუქცევიათ ყურადღება, 1089 წლის მიწისძვრის ნაშთები ბაგრატის გალავანზე,  ბაგრატის ტაძრის უკან წმინდა გიორგის ეკლესია რომელიც დანგრეულია სახურავის გარეშეა  მაგრამ მამა ზინობი ატარებს წირვა-ლოცვას.ამ ადგილიდან ჩანს გელათის მონასტერი და ხვამლის კლდოვანი ზღუდე. ვნახეთ წარწერები ბაგრატის ჩრდილოეთ კედელზე,
თანამედროვე ტაძრის კონსტრუქცია  დავაკვირდით ბაგრატის ჩუქურთმებს
 ტაძრის შიგნით გავესაუბრეთ ბერებს, დააკვირდნენ ბაგრატის შემორჩენილ სვეტებს, მოილოცეს ხატები აქ იყო 11 წმინდანის ნაწილები დაბრძანებული
 დავემშვიდობეთ ბაგრატის ტაძარს.მოსწავლები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.გზად ვისაუბრეთ  პრეზენტაციაზე ,შთაბეჭდილებებზე.  კლასი დაიყო 3 ჯგუფად და წარმოადგინეს პრეზენტაცია.
    პრეზენტაცია გაიმართა  13 ნოემბერს  ისტორიის კაბინეტში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფიქჩატებზე  ტაძრის ისტორია, დაწერეს თავიანთი შთაბეჭდილებები და შეაფასეს პროექტი.
ეს იყო პროექტი სადაც ბავშვებთან ერთად მეც კმაყოფილი ვიყავი ბავშვებმა შეძლეს ცოდნის გამოყენება , მოინახულეს საქართველოს ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილი ბაგრატის ტაძარი.




 1. სასწავლო პროექტი:            „ მცხეთის ქალაქს მირონი დუღს.....“
პრობლემა:  საქართველოს ისტორიის ასოციაციის ვებ-გვერდზე imsa.ge გამოქვეყნდა       ინფორმაცია ქალაქ მცხეთაში ბებრის ციხესთან ახლოს,სამთავროს ველზე  გაიხსნა საბავშვო არქეოლოგიის სეზონ, სადაც მოსწავლეებს   შეეძლებათ იმიტირებულ არქეოლოგიაში მონაწილეობა, ისტორიული  (ნივთიერი) წყაროების ხილვა,   
   ქ.ქ.მცხეთის ისტორიული  ძეგლებისა და ეროვნული სიწმინდეების მოლოცვა, ამ  ინფორმაციით მოსწავლეები ისე არიან აღფრთოვანებული და აჟიტირებულნი მცხეთაში არ წასვლამ შეიძლბა გამოიწვიოს ისტორიის მიმართ ნეგაგატიური  დატვირთვის მქონე რეალობა, სწავლის მოტივაციის დადაბლება და მომდევნო  სასწავლო წელს ისტორიის საგნისადმი გულგრილობა, ისტორიული  ძეგლებისა და ეროვნული სიწმინდეების უპატივცემულობა.
პროექტის მთავარი იდეა:  ქალაქ მცხეთის ისტორიული ღირშესანიშნაობების მონახულება, სამთავროს ველზე „საბავშვო არქეოლოგიაში“ მონაწილეობა.
პროექტის აქტუალობა:    XXI საუკუნეში ინტერნეტის ეპოქაში  მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საბავშვო არქეოლოგიურ სამუშაოებში. ეს  სურვილს გაუჩენს ნამდვილ არქეოლოგიაში მიიღონ მონაწილეობა. მოსწავლეები საკუთარი თვალით დაინახავენ არქეოლოგიის,ისტორიის, მეცნიერების სხვადასხვა  დარგების ურთიერთკავშირს ამ  საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ მათი თვალსაწიერი   გაიზრდება .ისტორიული ძეგლებისა და ეროვნული  სიწმინდეების ნახვით პატრიოტული გრძნობა და   სიწმინდეებისადმი პატივისცემა გაუღვივდებათ .
პროექტის მიზნები:       მოსწავლეებში  მოძიებენ ინფორმაციას ქალაქ მცხეთისა და   სამთავროს ველის შესახებ  აიმაღლებენ ცოდნის დომნეს მონაწილეობას მიიღებენ „საბავშვო არქეოლოგიაში და  იმსჯელებენ ისტორიის დამხმარე დისციპლინებზე, მოახდენენ წყაროების   კლასიფიკაციას. მოსწავლეეები მოინახულებენ მცხეთის ისტორიული ძეგლებსა და ეროვნულ სიწმინდეებს და  განუმტკიცდებათ პატივისცემა პატრიოტულ სულისკვეთება                                                                                                                  სამიზნე ჯგუფი:  მე-10 კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელი, კლასის  დამრიგებელი, საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ქ-ბ. მანანა შეყილაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი შორენა ხეცურიანი, არქეოლოგი ნიკა, მშობლები . ფუნქციების გადანაწილება, პასუხისმგებელი პირის არჩევა                                                                               მონაწილეთა ასაკი:               15, 16 წელი                                                                        ვადები/ხანგრძლივობა:          1-15 ივნისი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება(ისტორიის დამხმარე დისციპლინების გამიჯვნა,წყაროების კლასიფიცირება),  ისტორიული ძეგლებისა და ეროვნული სიწმინდეებისადმი     პატივისცემა,პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება,   საგანთაშორის კავშირი(ისტორია, გეოგრაფია,მატემატიკა), ფოტო-ვიდეო მასალა, „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატი, პრეზენტაციები, შთაბეჭდილებები
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი:      მიკროავტობუსი, გიდი,   შესაბამისი ჩასაცმელი, წყალი, სურსათი,  ფოტოაპარატი, ვიდეოგადამღები,კომპიუტერი ,   ფორმატები, მარკერები, პროექტორი .საწერი კალამი. მონაწილის დღიური.
პროექტის მსვლელობა:      საქარველოს ისტორიის ასოციიაციის პრეზიდენტთან ქ-ბ  მანანა შეყილაძესთან და საკონტაქტო პირი კულტურულ მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან   შორენა ხეცურიანთან  დაკავშირება და დღის  შერჩევა.  11 ივნისს დილის 7სთ. გასვლა  ქუთაისიდან,  მცხეთაში ჩასვლა სამთავროს ველზე „საბავშვო არქეოლოგიაში“  მონაწილეობა, „ ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატის მიღება, სვეტიცხოვლის, შომღვიმის,ჯვრის  მონასტრის,სამების ტაძრის მოლოცვა,   ქუთაისში დაბრუნება.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი /ე.ს.გ. კავშირი:                                   ისტორია -   ისტ.10.2. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიის დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი   სპეციფიკის განსაზღვრა                                                                 ისტ.10.5. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული წყაროების  კლასიფიცირება.                                                                                                           გეოგრაფია   -  გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს  საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს ქვეყნისათვის   მისი მნიშვნელობა                                                                                                                       მათემატიკა - მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს არქეოლოგიურ მუშაობაში მოცემული ტერიტორიის  დაკვადრატება
შეფასება -      სლაიდ-შოუს ჩვენება, პრეზენტაციის გაკეთება-ფორმატებზე,  მონაწილეთა   თვითშეფასების კითხვარის შევსება, ადმინისტრაციის შეფასების დაფიქსირება           
პროექტის ხელმძღვანელი:    ლალი ჩაკვეტაძე
 რესურსების დასახელება
რესურსის დასახელება
საზომი ერთეული
საჭირო რაოდენობა
არსებული
შესაძენი
მიკროავტობუსი

        1

     +
გიდი

        1

     +
სურსათი



     +
წყალი
  5ლ
       4      

     +
შესაბამისი ჩასაცმელი


        +

ფოტოაპარატი


        +

ვიდეოგადამღები


        +

კომპიუტერი


        +

ფორმატები

       3

     +
მარკერები

       6

      +
პროექტორი


        +

  
                                ბიუჯეტი                    
N
რესურსის დასახელება
საზომი ერთეული
ერთეულის ფასი
საჭირო რაოდენობა
თანხა

მიკროავტობუსი

300ლ
1
300ლ

გიდი

50ლ
1
50ლ

სურსათი

100 ლ

100ლ

წყალი
5ლ
4ლ
4
16ლ

ფორმატები

1ლ
3
3ლ

მარკერები

1ლ
6
6ლ

არქეოლოგიაში მონაწილეობა

1 ბავშვი
 5 ლ
20
100ლ

ჯამი



575ლ

              სასწავლო პროექტი: „საბავშვო არქეოლოგიაში მონაწილეობა“
                                 თვითშეფასება         # რეზიუმე#
2013 წლის 15 ივნისს N 20 საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასის ნაკრები მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე მარშუტით „ქუთაისი-მცხეთა-თბილისი-ქუთაისი“. დაახლოებით 10 დღე დასჭირდა პროექტის განხორციელებას.
მეც არ ვიცოდი საბავშვო არქეოლოგიის შესახებ,მოულოდნელი და ემოციური იყო ჩემთვის ინფორმაციის გაცნობა, მე ძალიან მომეწონა, მაგრამ მინდოდა იგივე ემოცია ჰქონოდათ ჩემს მოსწავლეებს,რადგანეც მოსწავლეები აღფრთოვანდნენ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა , ჩამოვწერეთ ყველაფერი რაც გვჭირდებოდა (მიკროავტობუსი, ფოტოაპარატი სურსათი , შესაფერისი ჩაცმულობა, დავყავი მოსწავლეები ჯგუფებად)  მივყევით ჩამოწერილი პროექტის განხორციელებას.
ორგანიზაციულ საკითხების შესრულებაში ძალიან დაგვეხმარა მე-10 კლასის დამრიგებელი დოდო მშვილდაძე, რისთვისაც დიდ მადლობას უხდით.
დილის 7 სთ-ზე მიკროავტობუსით გავედით ქუთაისიდან (20 მოსწავლე, 3 მშობელი , 4 მასწავლებელი) 11-ის ნახევარზე მცხეთაში ვიყავით. სამთავროს ველზე უნდა ვყოფილიყავით 11.30 წთ, მოვიარეთ შიო-მღვიმის მონასტერი, ცოტა დაგვიანებით მივედით სამთავროს ველზე, მისვლისას გაგვეცნო ახალგაზრდა არქეოლოგი ნიკა , მან გაგვიწია გიდობა დაგვათვალიერებინა ძველი ნასახლარი                     გაგვახსენა მცხე თის ღირშესანიშნაობების ისტორია, .

 დადგა ‘’საბავშვო არქეოლოგიაში’’ მონაწილეობის დრო. 3 ჯგუფი მონაწილეობდა სპეციალურად მოწყობილი სამარხების აღმოსაჩენად. სამარხში იყო ხელოვნური ადამიანის (მამაკაცისა და ქალის ) ჩონჩხი, სხვადასხვა ნივთები თიხის,  ლითონის, სიკილები, სატევარი,
სამუშაოს დასრულების შემდეგ  დაალაგეს ყველა ნივთი სპეციალურად მოწყობილ მაგიდებზე,
  დღიურში ჩაიწერეს მოსწავლეებმა ყველა ნითი, გაზომეს თავის და ბოლოს გარშემოწერილობა,დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ „ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატი   .
             შთამბეჭდავად დავტოვეთ სამთავროს ველი, წინ სამთავროს ეკლესიის, სვეტიცხოვლის,
ჯვრის მონახულება გველოდა, პირველად სამთავროში მივედით ვნახეთ წმიდა ადგილები მაყვლოვანის ბუჩქი- ნინოს სახელობის ეკლესია, მირიანისა და ნანას სარკოფაგები, გავიხსენეთ მირიანის ანდერძი სამთავროს ეკლესიაში დასაფლავების შესახებ. მოვინახულეთ მამა გაბრიელის საფლავი.
 გადავინაცვლეთ სვეტიცხოველში,უდიდესი ბედნიერება სვეტიცხოვლის ხილვა,გავიხსენეთ ტაძრის ისტორია ,დავინახეთ წარწერები ,ზოდიაქოს ნიშნების ფრესკა, არსაკიძის მარჯვენა, ვახტანგ გორგასლის ერეკლე მეორის, გიორგი მეთორმეტის საფლავი.
 დავემშვიდობეთ სვეტიცხოველს და ჯვარზე გადავინაცვლეთ .
ჯვრის ისტორიის გახსენების შემდეგ სურათები გადავიღეთ, არაჩვეულებრივი ხედი იშლება ჯვრის მონასტრიდან.
 დაგვირგვინება იყო თბილისის სამების ტაძრის ხილვა
,შაბათი იყო  სამებაში იმ დროს მივედით  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ლოცვას ატარებდა , სამების ტაძრის ზარების ხმის მოსმენა ძალიან შთამბეჭდავი იყო უწმინდესმა დაგვლოცა.
ღამით დავტოვეთ ულამაზესი სამება და ქუთაისისკენ ავიღეთ გეზი, გზაში მიუხედევად იმისა რომ დაღლილები ვიყავით ყველანი,სიმღერაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს გოგონები და ბიჭები,თითქმის არსებული ყველა ქართული სიმღერა შეასრულეს ბავშვებმა.ორივე გამარჯვებული გამოვიდა .
 მეორე დღეს არდადაგები დაიწყო. პრეზენტაციები სამთავროს ველის სექტემბრისთვის გადავდეთ.სექტემბერში 2 ჯგუფმა( ანი ყიფიანის, გიორგი გიორგიძის) მოაწყო პრეზენტაცია .პრეზენტაციები ამშვენებს ისტორიის კაბინეტს                          პირველი პრეზენტაცია მოამზადა ანი ყიფიანმა დიმა ქვარიანმა ნანა  და ქრისტინე ვაშაყმაძემ ,ნიკა ედიბერიძემ, მარიამ კიკნაძემ
   მეორე პრეზენტაციაზე იმუშავეს მარიამ კეპულაძემ ,გიორგი გიორგიძემ ,გიორგი გუმბერიძემ ზურა კიკოლიაშვილმა,ჯონი ნაპოროვმა,ნანო გოგებაშვილმა

  ამ სასწავლო პროექტმა მოსწავლეებს ასწავლათ თუ როგორ აწარმოებენ არქეოლოგები სამუშაოებს , იმდენად დიდი იყო მოსწავლეთა ინტერესი სურვილი გაუჩნდათ ნამდვილ არქეოლოგიაშიც მიიღონ მონაწილეობა. მცხეთის ღირშესანიშნაობების ნახვა სამების საკათედრო ტაძრის ხილვა ყველა ქართველის სურვილია , მოსწავლეებს ეროვნული სიწმინდეებისადმი პატივისცემა და სიყვარული გაუღრმავდათ.


No comments:

Post a Comment