გაკვეთილის
გეგმა - საქართველოს გაერთიანება
საქართველოს გაერთიანება
მესამე პრეზენტაცია თამარ ბიბიჩაძემ
მეოთხე თამარ ბანძელაძემ
მოსწავლეებმა დასკვნით ეტაპზე
შეაჯამეს გაკვეთილი და შეავსეს კონტურული რუკა აღნიშნულ პერიოდთან დაკავშირებით. გაკვეთილის
ძლიერ მხარედ ვთვლი მოსწავლეებმა შეძლეს დავალების შესრულება, მოიძიეს და დაისწავლეს
ინფორმაცია, გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია
სამოდელო გაკვეთილის გეგმა თემა: მონღოლთა ბატონობა საქართველოში
მასწავლებელი
|
ლალი
ჩაკვეტაძე
|
თარიღი
|
მაისი
|
სწავლების
საფეხური /მოსწავლეთა პროფილი
|
დაწყებითი,
მე-6 კლასი, 19 მოსწავლე
|
გაკვეთილის
თემა
|
„საქართველოს
გაერთიანება“
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს გამორჩეული პიროვნებების შესახებ გაანალიზებენ
და დაადგენენ როგორ შეძლეს ამ პიროვნებებმა
საქართველოს გაერთიანება მე-10 საუკუნის ბოლოს
მოსწავლეები
დაისწავლიან ინფორმაციას.
მოსწავლეები
გააკეთებენ ამ პიროვნებებზე პრეზენტაციას
მოსწავლეებს
გამოუმუშავდებათ: წერის , ინფორმაციის მიწოდების, ანალიზის, პრეზენტაციის, კვლევის
უნარები
|
ე.ს.გ.
განსაზღვრულიმისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
საზ. მეც.V-VI.7.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს
საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები,
საზ. მეც.V-VI.8.
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური
ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.
საზ. მეც.V-VI.5.
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის ეპოქებთან.
|
წინარეცოდნა
|
მე-8-9 სს სამეფო სამთავროების წარმოშობა
|
მუშაობის
ფორმა
|
მთელი
კლასი ,ინდივიდუალური , ჯგუფები
|
საგანმანათლებლო
რესურსი
|
სახელმძღვანელო.
თაბახის ფურცლები, მარკერები კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები
|
შეფასება
|
განმავითარებელი,
განმსაზღვრელი
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
1 ფაზა-გამოწვევა
აქტივობა
1 - კითხვა
პასუხი - 6 წუთი
2 ფაზა-სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 3.
ინფორმაციის მიწოდება -10წთ
აქტივობა 4.
ინფორმაციის ანალიზი-10წთ
3ფაზა-რეფლექსია
აქტივობა 5.
პრეზენტაცია 45 წთ
აქტივობა 6.
შეჯამება- 10წთ
|
რეზიუმე#
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს გამორჩეული
პიროვნებების შესახებ, გაანალიზებენ და დაადგენენ როგორ შეძლეს ამ პიროვნებებმა საქართველოს
გაერთიანება მე-10 საუკუნის ბოლოს
მოსწავლეები დაისწავლიან ინფორმაციას
მოსწავლეების გააკეტებენ ამ პიროვნებებზე პრეზენტაციას
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ:
წერის , ინფორმაციის მიწოდების, ანალიზის, პრეზენტაციის, კვლევის უნარები
გაკვეთილი შეესაბამებოდა ესგ: საზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული
პიროვნებები, საზ. მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია
იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში
.საზ. მეც.V-VI.5. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის ეპოქებთან.
გაკვეთილი დაიწყო ფაზა გამოწვევით მოსწავლეებს დაუსვი შეკითხვები საქართველოს
ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდთან დაკავშირებით კითხვები 1. რა იცით საქართველოს გაერთიანებაზე?
2. თუ იცით რომელი სამეფო-სამთავროები არსებობდა
საქართველოში? 3. რას გვეტყვით ტაო-კლარჯეთის
შესახებ? 4. დამისახელეთ ტაო-კლარჯეტის მეფე , რომელსაც ისტორიამ უწოდა დიდი? 5. ვინ გააერთიანა თუ იცით საქართველო? მოსწავლეთა
პასუხების შემდეგ გადავედი ინფორმაციის მიწოდებაზე ვაჩვენე საქართველოს გაერთიანებაზე ჩემი გაკეთებული პრეზენტაცია,
გავაანალიზეთ თითეული სლაიდი , მოსწავლეებს მივეცი დავალება მოეძიებინათ ინფორმაცია
პიროვნებებზე რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს გაერთიანებაში კლასი გადანაწილდა
ჯგუფებად 1. ჯგუფი დავით მესამე კურაპალატი 2 ჯგუფი- ბაგრატ მესამე 3. ჯგუფი- იოანე მარუშისძე 4 ჯგუფი
- თორნიკე ერისთავი -როგორც იმ დროის საუკეთესო სარდალი დავალების
შესასრულებლად მივეცი ერთი კვირა, დათქმულ დროს მოსწავლეებმა მოიტანეს ფლიქჩატებზე
გამზადებული პრეზენტაციები . მე დარწმუნების მიზნით რომ მოსწავლეებმა დაისწავლეს ინფორმაცია
მივმართე კითხვა -პასუხის აქტივობას კითხვა 1. ვინ გააერთიანა საქარტველო 2. მომიყევით
ბაგრატ მესამის წარმომავლობის შესახებ 3. სად და როდის გაამეფეს ბაგრატ მესამე. 4.
სად არის დაკრძალული ბაგრატ მესამე 5. რა ვიცით თორნიკე ერისთავზე 6. ვინ იყო იოანე
მარუშისძე 7. რა როლი მიუძღვის მათ ქვეყნის გაერთიანებაში? გააკეტეს პრეზენტაციები 1 პირველ
თემაზე პრეზენტაცია გააკეთა ელენე და სალომე მურცხვალაძემ
,
მეორე პრეზენტაცია ვახო ყიფიანმა
სუსტ მხარედ ტექნიკური გაუმართაობა კომპიუტერისა და პროექტორის რისი გამოსწწორება
მართო ჩემი კომპეტენცია არ არის
გაკვეთილს ესწრებოდა ჩემი კოლეგები და შეაფასეს გაკვეთილი , შენიშვნებს
გავითვალისწინებ შემდეგი გაკვეთილების დაგეგმვისას
სამოდელო გაკვეთილის გეგმა თემა: მონღოლთა ბატონობა საქართველოში
მასწავლებელი
|
ლალი
ჩაკვეტაძე
|
თარიღი
|
თებერვალი
|
სწავლების
საფეხური /მოსწავლეთა პროფილი
|
საბაზო
მე-9 კლასი, 15 მოსწავლე
|
გაკვეთილის
თემა
|
მონღოლთა
ბატონობა საქართველოში
|
გაკვეთილის
მიზანი
|
.მოსწავლეები
გაეცნობიან და წარმოაჩენენ ინფორმაციას მონღოლთა ბატონობის შესახებ
.მოსწავლეები
გაანალიზებენ მონღოლთა ბატონობას
.მოსწავლეები
შეაჯამებენ მონღოლთა ბატონობას საქართველოში
|
ე.ს.გ.
განსაზღვრულიმისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
ისტ.9.5. მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს არსებობაზე.
ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების საზღვრების
ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა. (კითხვის,წერის ანალიზის ჯგუფური მუშაობის,მსჯელობის
, შედარების პრეზენტაციის)
|
წინარეცოდნა
|
საქართველო მე-12- მე-13 სს
|
მუშაობის
ფორმა
|
მთელი
კლასი, ჯგუფური მუშაობა,
|
საგანმანათლებლო
რესურსი
|
სახელმძღვანელო
,თაბახის ფურცლები, ფიქჩატები, მარკერი, მოძიებული ინფორმაცია,ვ.დ.-სქემა
|
შეფასება
|
განმავითარებელი,განმსაზღვრელი
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
1.ფაზა-გამოწვევა
წინარე
ისტორია - საქართველო „ოქროს ხანაში“ – 6 წუთი
2-ფაზა -სიღრმისეული წვდომა
.დამატებითი
ინფორმაციის მიწოდება- პროექტორით ჩვენება. 15 წთ
3 ფაზა - რეფლექსია
.მოსწავლეების
მიერ მონღოლთა ბატონობის გაანალიზება-15 წთ
წყვილებში დავალების გადანაწილება:
.ისტორიული
წყაროს ანალიზი-10 წთ
პეზენტაცია
9 წთ
ჯგუფებში დავალების გადანაწილება:
1
ჯგუფი-ქრონოლოგიური სკალის წარმოდგენა, (მონღოლთა ბატონობის მნიშვნელოვანი
2
ჯგუფი-მონღოლთა საგადასახადო სისტემის და არაბთა საგადასახადო სისტემის შედარება.ვ.დ.
3)
ჯგუფი-მონღოლთა ბატონობის შედეგები საქართველოსთვის ----15 წთ
პრეზენტაცია
9 წთ.
კითხვა-პასუხი-5წთ
|
გაკვეთილის თემა: „მსოფლიო საოცრებები“
მასწავლებელი
|
ლალი
ჩაკვეტაძე
|
თარიღი
|
2013
წლის დეკემბერი
|
სწავლების
საფეხური /მოსწავლეთა პროფილი
|
საბაზო,
მე-7 კლასი, 10 მოსწავლე.
|
გაკვეთილის
თემა
|
მსოფლიოს
7 საოცრება
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლეები
გაეცნობიან, მსოფლიო კულტურას, მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიო საოცრებებზე, გააკეთებენ
პრეზენტაციას
|
ე.ს.გ.
განსაზღვრულიმისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
ისტ.7.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ძველი მსოფლიო კულტურაზე
(კითხვა პასუხის,
ანალიზის ჯგუფური მუშაობის , სხვისი აზრის პატივისცემის , პრეზენტაციის
|
წინარეცოდნა
|
ძველი
საბერძნეთი
|
მუშაობის
ფორმა
|
მთელი
კლასი, ჯგუფური მუშაობა,
|
საგანმანათლებლო
რესურსი
|
წიგნი,
მოძიებული ინფორმაცია, ფიქჩატები, საწერი კალამი, ფანქრები , მარკერი,კომპიუტერი,
პროექტორი
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
აქტივობა 1,-
კითხვა პასუხი- 5 წთ
აქტივობა 2.
ინფორმაციის მიწოდება პოვერ-პოინტის პროგრამით - 7წთ
აქტივობა 3.
ინფორმაციის გაანალიზება - 10 წუთი
აქტივობა 4.
საპრეზენტაციო თემების შერჩევა - 3 წთ
აქტივობა
5. პრეზენტაციაზე მუშაობა - 10 წთ
აქტივობა 6.
პრეზენტაცია - 6 წთ
აქტივობა 7.
შეჯამება- 4 წთ
|
მსოფლიო საოცრებები
#რეზიუმე #
გაკვეთილი მიზანი: მოსწავლეები
გაეცნობიან, მსოფლიო კულტურას, მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიო საოცრებებზე, გააკეთებენ
პრეზენტაციას
გაკვეთილი შეესაბამება
ესგ: ისტ.7.10.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ძველი მსოფლიო
კულტურაზე
გაკვეთილი დაიწყო
წინარე ცოდნის გამოყენებით. გავიხსენეთ ძველი საბერძნეთი მდებარეობა , კოლონიზაცია,
ქალაქ-სახელმწიფოები,კულტურა. მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, ე.ს.გ.
კავშირი. მივაწოდე ინფორმაცია მსოფლიო საოცრებებზე პრეზენტაციის სახით დავალება ჰქონდათ მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ ინფორმაცია
მსოფლიო საოცრებებზე დაუსვი შეკითხვები საოცრებებზე მოსწავლეებმა ჩამოთვალეს რომ არსებობს
7 საოცრება, ესენია: პირამიდები, ბაბილონის კიდული ბაღები, ფიდიასის ზევსის ქანდაკება,
როდოსის კოლოსი, ალექსანდრიის შუქურა, არტემიდას ტაძარი ეფესოში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი
.
აღნიშნეს რომ შემორჩენილია მხოლოდ პირამიდები. პროექტორით
მოსწავლეებს ვაჩვენე მსოფლოის საოცრებებზე გაკეთებული პოვერ-პოინტის პროგრამა. თითეული
მათგანის სურათების ხილვა აღაფრთოვანებს მნახველს, ხოლო პირამიდების ნახვა დარწმუნებული
ვარ ყველა ადამიანის ოცნებაა. მოსწავლეებს შევთავაზე წიგნის, მოძიებული ინფორმაციის,
მიწოდებული მასალისა და სლაიდების პრეზენტაცია ფიქჩატებზე. კლასი დაიყო 2 ჯგუფად .
შეარჩიეს თემები პირველი ჯგუფი პირამიდები, მე-2 ჯგუფი როდოსის კოლოსი. მუშაობის დასრულების
შემდეგ პირველი ჯგუფის პრეზენტაცია გააკეთა - ხატია კახიძემ, მე-2 ჯგუფის პრეზენტაცია გააკეთა რეზო ღვინიანიძემ. მოსწავლეებმა
გამოთქვეს აზრები, აღნიშნეს რომ სხვა დროს
უფრო ლამაზ პრეზენტაციას გააკეთებენ . პრეზენტაციები გაიკრა ისტორიის კაბინეტში.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ
ჩავთვლიდი მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები შეისწავლეს საკითხი გააკეთეს პრეზენტაციები
ჯგუფებში გამოუმუშავდათ კითხვის ანალიზის სხვისი აზრის პატივისცემის, პრეზენტაციის
უნარები
სუსტი მხარედ
ჩავთვლიდი სამწუხაროდ რომ ისტორიის კაბინეტში
კომპიუტერი და ინტერნეტი არ გვაქვს და კომპიუტერის ოთახში გვიწევს გაკვეთილი ჩატარება.პრეზენტაციებიც
შეიძლებოდა უფრო დახვეწილი და ხარისხიანი ყოფილიყო რასაც შემდეგში გამოასწორებენ მოსწავლეები
გაკვეთილის თემა: “საქართველოსა და სხვა
ქვეყნების ტრადიციები“
მასწავლებელი
|
ლალი
ჩაკვეტაძე
|
თარიღი
|
10 ნოემბერი. 2014 წელი
|
სწავლების
საფეხური /მოსწავლეთა პროფილი
|
საშუალო,
მე-10 კლასი, 11 მოსწავლე
|
გაკვეთილის
თემა
|
“საქართველოსა
და სხვა ქვეყნების ტრადიციები“
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლეების
მიერ ხალხთა ადათ-წესების შესწავლა, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციის
მოწყობა
|
ე.ს.გ.
განსაზღვრულიმისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
ისტ.10.2.
მოსწავლეს შეუძლია ისტორიის დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღვრა
ისტ.10.5. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული წყაროების კლასიფიცირება(დაკვირვების, ანალიზის, ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის)
|
წინარეცოდნა
|
ისტორიის
დამხხმარე დისციპლინის ცოდნა
|
მუშაობის
ფორმა
|
პრეზენტაცია
|
საგანმანათლებლო
რესურსი
|
კომპიუტერი,
Pover-Point,ვორდის დოკუმენტი, თაბახის ფურცლები. ფოტოაპარატი.
|
შეფასება
|
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
კითხვა
პასუხი - 5 წუთი
მინი
ლექცია-5 წუთი
ინფორმაციის
გაცნობა - 10 წუთი
კითხვა-პასუხი
- 10 წუთი
საპრეზენტაციო
თემების შერჩევა - 10 წთ
ს.დ.
- 5 წთ
პრეზენტაციაზე
მუშაობა - 2 დღე
პრეზენტაცია
- 30 წთ (თითო პრეზენტაცია 10-10 წთ)
კითხვა-პასუხი
- 5 წთ
შეჯამება
- 10 წთ
|
გაკვეთილი ეთნოლოგია/ეთნოგრაფია
-- საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხალხთა ტრადიციები
#რეზიუმე#
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეების მიერ ხალხთა ადათ-წესების შესწავლა,
დამატებითი
ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციის მოწყობა.
ე.ს.გ. კავშირი: ისტ.10.2. მოსწავლეს შეუძლია ისტორიის დამხმარე
დარგებზე მსჯელობა და
მათი სპეციფიკის განსაზღვრა.
ისტ.10.5. მოსწავლეს
შეუძლია ისტორიული წყაროების
კლასიფიცირება(
ინფორმაციის
მოძიება,დაკვირვების, ანალიზის,
პრეზენტაციის).
2013 წლის ნოემბერში მე-10 კლასში ეთნოგრაფიის/
ეთნოლოგიის გაკვეთილის მიმდინარეობისა დაიბადა
იდეა ხალხთა ტრადიციებზე პრეზენტაცია გაეკეთებინათ , გაკვეთილზე გავაანალიზეთ ეთნოლოგიის
მნიშვნელობა, როგორც ისტორიის დამხმარე დისციპლინის, და მოსწავლეებმა შეარჩიეს თემები
, თემებად აირჩიეს: აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ქორწილი მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში და საქართველოში, ქართული ცეკვა და სიმღერა, კახური ღვინო. შევთანხმდით მომდებნო
გაკვეთილზე მოვისმენდით პრეზენტაციებს.
მომდევნო გაკვეთილზე , წარმოადგინეს პრეზენტაციები,
მომზადებაში მთელი კლასი მონაწილეობდა მაგრამ 4 ადამიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია.
პრეზენტაცია გაიმართა დირექტორის კაბინეტში
-- 1. თემა: „აღდგომის ბბრბრწყინვალე დღესასწაული“ პრეზენტაცია წარმოადგინა დათო მხეიძემ
თუმცა მის მომზადებაში
მონაწილეობდნენ გიორგი გიორგიძე, გიორგი გუმბერიძე. მე-2 თემა:
„ქორწილი წარმოადგინა
მარიამ კეპულაძემ
თემა: კახური ღვინო
წარმოადგინა გიორგი ხაჭაპურიძემ
მე-4 თემის პრეზენტაცია
წარმოადგინა ანი ყიფიანმა „ ქართული ცეკვა და სიმღერა“
პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა
სიტყვიერად შეაფასეს თავიანთი ნაშრომები. პრეზენტაციაზე გვესწრებოდა სკოლის დირექტორის
მ.შ ქეთევან შენგელია, რომელმაც დადებითად შეაფასა პროცესი. 2 თემა „ქორწილი“ და „ქართული
ცეკვა და სიმღერა“ რეკომენდაცია მივეცით მცირედი ცვლილების შეტანის შემდეგ გამოეტანათ
სასკოლო კონფერენციაზე განსახილველად ,რომელიც დეკემბ
გაკვეთილის გეგმა „კონსტიტუციის არსი, საქართველოს კონსტიტუცია“
მასწავლებელი
|
ლალი ჩაკვეტაძე, მარინა ჭელიძე
|
თარიღი
|
18.10.2013
|
სწავლების საფეხური /მოსწავლეთა პროფილი
|
საბაზო, VIII კლასი, 19 მოსწავლე
|
გაკვეთილის თემა
|
„კონსტიტუციის არსი,საქართველოს კონსტიტუცია“
|
გაკვეთილის მიზანი
|
.მოსწავლეები გაანალიზებენ კონსტიტუციის არსს.
.მოსწავლეები შეაჯამებენ თუ რატომ უნდა იცავდნენ ყველანი თავისი ქვეყნის უზენაეს
კანონს- კონსტიტუციას. .მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთი კლასის კონსტიტუციას.
მოსწავლეები მოახდენენ არჩევნების იმიტირებას და აირჩევენ
კლასის კონსტიტუციას
მოსწავლეებს გამოუნუშავდებათ: ინფორმაციის კვლევის,
ანალიზის დაგეგმვის ორგანიზები ახალი პროდუქტის შექმნის, პრეზენტაციის უნარები
|
ე.ს.გ. განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
ისტ.8.8.მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის
მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის
მოქ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს
საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
|
წინარეცოდნა
|
ადამიანის უფლებები და მოვალეობები
|
მუშაობის ფორმა
|
იდივიდუალური, ჯგუფური, მთელი კლასი.
|
საგანმანათლებლო რესურსი
|
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ფიქჩატები ,მარკერები,
დაფა, ცარცი თვალსაჩინოება, კომპიუტერი, პროექტორი.
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი, განმავითარებელი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
ფაზა
1.
.ადამიანის უფლებები და მოვალეობები (გახსენება იდივიდუალურად) 5 წთ
.აღნიშნული საკითხის გადატანა ა.კ.რ. 5წთ
.პრეზენტაცია
6წთ
.მინი ლექცია -5 წთ
.კითხვა-პასუხი---20წთ
ფაზა
მეორე; სიღრმისეული წვდომა: საქართველოს
კონსტიტუციის პროექტორით ჩვენება.ცალკეული თავების წაკითხვა 10
წთ
.კონსტიტუციის არსის შეჯამება 7 წთ
.VIII კლასისი
შემუშავებული კონსტიტუციის პრეზენტაცია 12 წთ
.კენჭისყრა...VIII კლასის კონსტიტუციის დამტკიცება 7 წთ
|
ინტეგრირებული გაკვეთილი „ კონსტიტუციის არსი, საქართველოს
კონსტიტუცია“
# რეზიუმე#
2013 წლის 25 ოქტომბერს კომპიუტერების ოთახში,
ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში თემით: „კონსტიტუციის
არსი,საქართველოს კონსტიტუცია“ .
გაკვეთილის
მიზანი: .მოსწავლეები მოიპოვებენ
ინფორმაციას და გაანალიზებენ კონსტიტუციის
არსს.
.მოსწავლეები შეაჯამებენ თუ რატომ უნდა იცავდნენ ყველანი თავისი ქვეყნის უზენაეს
კანონს- კონსტიტუციას. .მოსწავლეები
წარმოადგენენ თავიანთი კლასის კონსტიტუციას.
.მოსწავლეები გააკეტებენ პრეზენტაციას,
მოახდენენ არჩევნების იმიტირებას და აირჩევენ კლასის კონსტიტუციას
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ:
ინფორმაციის კვლევის, ანალიზის დაგეგმვის ორგანიზები ახალი პროდუქტის შექმნის, პრეზენტაციის
უნარები .მოსწავლეები გაანალიზებენ კონსტიტუციის არსს.
გაკვეთილი შეესაბამებოდა ე.ს.გ. ისტ.8.8.მოსწავლეს
შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის
მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის
მოქ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს
საქართველოს
მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და
თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
გეგმის მიხედვით გაკვეთილს მოსწავლეებისათვის
უნდა გამოემუშავებინა ,ანალიზის მსჯელობის, ჯგუფური მუშაობის, დასკვნების გამოტანის,პრეზენტაციის
უნარი
გაკვეთილი ჩატარდა მერვე კლასში,ამ კლასში სიით
ირიცხება 18 მოსწავლე, მოსწავლეებმა დაგეგმეს
და შეიმუშავეს კლასის კონსტიტუცია. კლასი დაიყო 3 ჯგუფად,თითეულმა ჯგუფმა აირჩია პრეზენტატორი,
პირველი ჯგუფის პრეზენტატორი -- დემური დანგაძე, მეორე ჯგუფის პრეზენტატორი --მარიამ
კიკნაძე, მაგრამ გაკვეთილის დღეს მარიამს ყელის პრობლემა ჰქონდა
, ამიტომ პრეზენტატორად თეკლა სანიკიანი გამოვიდა,მესამე ჯგუფის პრეზენტატორი გურამ
უგლავა აირჩიეს, მესამე ჯგუფმა სურვილი გამოთქვა
და ჯგუფში მხოლოდ ბიჭები აირჩიეს.
•
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს და მასწავლებლებს გავაცანი გაკვეთილის
გეგმა, გაკვეთილის მიზანი და ე.ს.გ. შესაბამისობა, გაკვეთილი დაიწყო მინი ლექციით კანონის
და კონსტიტუციის ზოგადი მიმოხილვით, ვისაუბრე კანონის აღსრულები 2 ძირითად მეთოდზე
; დარწმუნება და იძულება . კონსტიტციის მნიშვნელობაზე სახელმწიფოსთვის და გადავედი
განვლილი მასალის გამეორებაზე მოსწავლეებმა ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ ჯგუფებში
გააკეთეს სქემები ადამიანის უფლებებზე, გააკეთეს პრეზენტაციები აღნიშნულ საკითხზე,
გავიხსენეთ პირველი დაწერილი კანონი „ხამურაბის
კანონები“ პროექტორით ვაჩვენე მოსწავლეებს ხამურაბის კანონების რამდენიმე მუხლი, გავაანალიზეთ
თითეული მათგანი, მოსწავლეებმა აზრი გამოთქვეს კანონების ბოლო მუხლებზე
•
„...თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს
და შენობა დაინგრევა,მას მოკლავენ
•
თუ
ვაჟიშვილი დედას ხელს გაარტყამს,მას ხელს მოკვეთენ” მოსწავლეთა შეფასება არ იყო მკაცრი
გაიხსენეს და
გაანალიზეს „თავისუფლების ქარტიის“ ცალკეული მუხლები. ასევე „გენერალური შტატები“ საფრანგეთში და „კარავი“ საქართველოში. აღნიშნული
საკითხის ძირითადი ნაწილი პროექტორით იქნა
ნაჩვენები. მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ „კარავი’ წინ უსწრებდა ინგლისის პარლამენტს და
გენერალურ შტატებს.
შემდეგ
გადავედით საქართველოს კონსტიტუციაზე ნაჩვენები იყო 1921 წ.21 თებერვლის კონსტიტუციის
რამდენიმე მუხლი ,
საართველოს 4
კონსტიტუცია საბჭოთა კავშირში და ბოლოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია.
მოსწავლეებმა
წაიკითხეს კონსტიტუციის პრეამბულა, კონსტიტუციის ყველა თავის ჩამონათვალი გაანალიზეს და ჩათვალეს რომ საქართველოს კონსტიტუცია
და ა.შ.შ.-ს კონსტიტუციები ჰგავდა ერთმანეთს. შევაჯამეთ კონსტიტუციის არსი და მისი
მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და გადავედით დასკვნით ნაწილზე.
მოსწავლეებს
უნდა წარმოედგინათ მათ მიერ შედგენილიVIII
კლასის კონსტიტუცია. მოსწავლეებს კონსტიტუცია რომ შეედგინათ გაეცნენ ზოგადი
განათლების შესახებ კანონს , მოსწავლის, მასწავლებლის, მანდატურის,სკოლის დირექტორის
უფლება-მოვალეობებს, ქცევის წესებს,ბავშვის უფლებებს მათ დამოუკიდებლად შექმნეს კონსტიტუციის
პრეამბულა. სადაც საინტერესოდ იყო წარმოდგენილი მათი აზრი. I და
II ჯგუფმა პრეზენტაციები Pover Point -ის პროგრამით წარმოადგინეს, პრეზენტაციები
ასევე წარმოდგენილი იქნა ფიქჩატის ფურცლებზე ,
სამივე
ჯგუფის პრეზენტაცია საინტერესო
იყო.
გეგმით უნდა ჩაგვეტარებინა კენჭიყრა და ღია კენჭისყრით
უნდა გამოგვევლინა კლასის საუკეთესო კონსტიტუცია. მოსწავლებმა აზრი გამოთქვეს რომ მათ
ფარული კენჭისყრა უფრო მოსწონდათ რადგანაც ფარული კენჭიყრისთვის საჭირო ატრიბუტები
არ გვქონდა კენჭიყრა გადაიდო მომდევნო გაკვეთილისთვის. გამზადდა კენწისყრაში მონაწილეთა
სიები ,
საარჩევნო პრეზენტატორების
ჩამონათვალი გაკეთდა ბიულეტენები, შეირჩა კომიისიის წევრები, დამკვირვებლები, ჯგუფის
წარმომადგენლები, მომზადდა ხმის მისაცემი კაბინა .
მოვიძიეთ სიმბოლურად
ბეჭედი ბიულეტენებზე დასარტყამად,და მთავარი... გამჭვირვალე ყუთი,
გაკვეთილის
წინა დღით იყო საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენი სკოლა იყო ერთ- ერთი უბანი. ვისარგებლეთ იმით რომ ყუთები წაღებული არ იყო და
გაკვეთილზე გამოვიყენეთ.
ძალიან შთამბეჭდავად
ჩაიარა კენჭისყრამ და გამოავლინა 9 ხმით გამარჯვებულად პირველი ჯგუფის კონსტიტუცია,
მეორე ჯგუფმა დააგროვა 8 ხმა , მესამე ჯგუფმა 4 ხმა .კენჭისყრაში მონაწილეობდა 21 ადამიანი. 16 მოსწავლე
და 4 დამსწრე მასწავლებელი.
მარინა ჭელიძე,ეკა ტურაბელიძე,
დოდო მშვილდაძე, ქეთევან შენგელია
გაკვეთილმა ვფიქრობ საინტერესოდ ჩაიარა მიღწეული იქნა
მიზანი და მოსწავლეებმა პრაქტიკულად საკუთარი კონსტიტუციებიც შექმნეს და წარმოადგინეს,მაგრამ გაკვეთილს ახლდა უარყოფითიც
... გაკვეთილის დასაწყისში გაიჭედა პროექტორი და ძლივს მოვახერხეთ ჩართვა , კომპიუტერების
ოთახი მოუხერხებელია პრეზენტაციისთვისა ( ვგულისხმობ ფიქჩატების პრეზენტაციას) და ჯგუფური მუშაობისთვის, მოსწავლეებს ვიწროდ უწევდათ
მუშაობა,ისტორიის კაბინეტში ვერ მოხერხდა ჩატარება მუქი ფარდების არ ქონის გამო. და
მთავარი ფარული არჩევნები არ იყო დაგეგმილი,
ვფიქრობ მოსწავლეებისთვის მანამდე უნდა მეკითხა არჩევნები როგორი ფორმით მოსწონდათ,
ამ გაკვეთილის ჩატარება და გაანალიზება ნამდვილად
იყო ჩემთვის პროფესიული ზრდისთვის გადადგმული ნაბიჯი. სხვა გაკვეთილს შევეცდები ისტორიის
კაბინეტში ჩავატარო და უფრო კარგად გავაანალიზო დაგეგმილი
აქტივობები
გაკვეთილის გეგმა „ჩინეთი“
მასწავლებელი
|
ლალი
ჩაკვეტაძე
|
თარიღი
|
მარტი
2012
|
სწავლების
საფეხური /მოსწავლეთა პროფილი
|
საბაზო,
მე-7კლასი 16 მოსწავლე
|
გაკვეთილის
თემა
|
ჩინეთი
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას და შეისწავლიან ძველი და თანამედროვე ჩინეთის ისტორიას.
მოსწავლეები
განსაზღვრავენ ჩინეთის სახელმწიფოს გეოგრაფიულ მდებარეობას რუკაზე.
|
ე.ს.გ.
განსაზღვრულიმისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
ისტ.7.2. მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის,
ისტორიული ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე ისტ.7.4.
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის
ისტორიაში (კითხვის, ანალიზის, პრეზენტაციის, შეჯამების)
|
წინარეცოდნა
|
ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები
- სახელმწიფოებრიობის დასაწყისი:
|
მუშაობის
ფორმა
|
მთელი
კლასი,ჯგუფური
|
საგანმანათლებლო
რესურსი
|
სახელმძღვანელო.
თაბახის ფურცლები, მარკერები რეფერატები
|
შეფასება
|
განმავითარებელი
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
კითხვა
პასუხი - 5 წუთი
სახელმძღვანელოს
ტექსტის და წყაროების გაცნობა - 15 წთ
საპრეზენტაციო
თემების არჩევა და გადანაწილება- 6 წთ
ს.დ.
- რეფერატების დამზადება
რეფერატის
წარმოდგენა - 10წთ
პრეზენტაცია-
20 წთ
შეჯამება
-7წთ
|
სამოდელო გაკვეთილი თემა „ჩინეთი“
#რეზიუმე#
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლეები
მოიძიებენ და შეისწავლიან ინფორმაციას
ძველი და თანამედროვე ჩინეთის შესახებ
გაკვეთილის შესაბამისობა
ე.ს.გ. ისტ.7.2. მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიული ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე ისტ.7.4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს
პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში (კითხვის,ანალიზის, პრეზენტაციის, შეჯამების)
გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორი ქეთევან შენგელია
, დირექტორის მოადგილე დოდო მშვილდაძე, ზეინაბ ძოწენიძე, ნინო ფხაკაძე -ბიოლოგიის მასწავლებელი
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ცოდნა, მათ დიდი შრომა ჩადეს რომ რეფერატები ყოფილიყო საინტერესო
და სრულყოფილი, საქმეში ჩართული იყვნენ მშობელებიც ისინი ახლდნენ ბავშვებს როცა მაგალითად გამოიყენეს ადამიანური რესურსი მოძებნეს
ჩინურად წერა-კითხვის მცოდნე ქალბატონი (აღმოჩნდა ყველა ჩინელმა არ იცოდა წერა-კითხვა)
მას სთხოვეს დაეწერა ჩინურად ჩინეთი,ცინ ში ხუანდი, ,მოსწავლეთა სახელები და გვარები,რაც
ძალიან საინტერესო იყო. გაკვეთილის ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მოსწავლეთა ჩართულობა
,ინტერესი, გუნდურობა, სიახლის ძიება, ცოდნის წარმოჩენა.უამრავი მასალის მოძიება, ერთად
თანმიმდევრობით აკინძვა, საინტერესოდ წარმოჩენა.
სუსტ მხარედ ჩავთვლიდი მოსწავლეებმა აღიქვეს რომ
ეს იყო გუნდებს შორის შეჯიბრი, რასაც ნამდვილად არ ითვალისწინებდა გაკვეთილი, ეს მათთვის
პირველი დამოუკიდებელი სამუშაო იყო და როგორც ჩანს ჩემგანაც აკლდა განმარტება ჯგუფური
მუშაობის მიმდინარეობის შესახებ. მიუხედავად
იმისა რომ მქონდა გამზადებული რეფერატისა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, მე და
დამსწრე საზოგადოება მხოლოდ განმავითარებელი კომენტარით შემოვიფარგლეთ ბავშვებისთვის სტიმულის მიმცემი ყოფილიყო და აგვეცილებინა
თავიდან მოსწავლეთა მხრიდან ჩემი ჯგუფის ნაშრომი უკეთესი იყო. გაკვეთილს თან ახლავს
არასრული ვიდეო
No comments:
Post a Comment