Friday, July 11, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია
გადავხედეთ მერვე მოდულის შეკითხვებს და ძირითად საკითხებს,კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენს მიერ შემუშავებული   იდეები და მასალები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების და დაგეგმვის პროცესში,სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. მასალები ავტვირთეთ ბლოგზე.
ტრენინგი ვფიქრობ იყო ნაყოფიერი და ბევრი სიახლეების მომტანი, შევისწავლე ბევრი საინტერესო მასალა, შევქმენით პრეზენტაციები და შეფასების რუბრიკები.
მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებსა და ჩვენს ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს

Wednesday, July 9, 2014

მერვე დღის რეფლექსია
გავეცანით მეშვიდე მოდულს - წავიკითხეთ ფასილიტაციის მასალები, ვისაუბრეთ კითხვის დასმის ხელოვნებაზე, მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისთვის, გავეცანით ისტ სტანდარტებს პედაგოგებისთვის და შევქმენით ფასილიტაციის მასალები
მეშვიდე დღის რეფლექსია
განვიხილეთ მეექვსე მოდული, განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებების გათვალისწინებაზე, წავიკითხეთ თემასთან არსებული ბმულები, შევქმენით აღნიშნულ თემაზე რესურსები და მოვამზადეთ შაბლონები

Friday, July 4, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია
გუგლის დრაიფში შევქმენით ვორდისა და ექსელის დოკუმენტი და გაუზიარეთ ერთმანეთს,დაუბრუნდით შეფასების გეგმების სქემას და შევიტანეთ ცვლილებები, განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომები, შევქმენით სავარაუდო ნაშრომი

Wednesday, July 2, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია
განვიხილეთ პრეზენტაციები,შევისწავლეთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და  გადმოწერა. გავეცანით საავტორო უფლებებს,  მოვიძიეთ საძიებო სისტემები.   გავეცანით ელექტრონული ფოსტის ჩათს,
გავეცანით ინტერნეტ კოლაბორაციული (თანამშრომლობითი) რესურსებს ,  შევქმენით კვლევის ფორმები და ერთმანეთს გაუზიარეთ

Monday, June 30, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები,შეფასების სტრატეგიები, შეფასების სტრატეგიების 5 ძირითად კატეგორიად დაყოფა, დროში გაწერილი შეფასების გეგმა, პრეზენტაციის შექმნა შაბლონის მიხედვით